ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს

2020-02-26 18:22:25

ესპანეთის ნაციონალურმა პოლიციამ ქალაქ მალაგაში კრიმინალური დაჯგუფების 4 ქართველი წევრი დააკავა.

ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

მათ ბრალი რამდენიმე სახლის ქურდობასა და კრიმინალურ ორგანიზაციასთან კავშირისთვის ედებათ.

ესპანეთის პოლიციამ ოთხიდან ორი ქართველი ქურდობის ფაქტზე დააკავა.

პოლიცამ ჩხრეკის შედეგად ძარცვისთვის საჭირო ხელსაწყოები ამოიღო.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცებმა სახლიდან ძვირფასი სამკაულები და ელექტრონული მოწყობილობები მოიპარეს.