თურქეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

2020-02-26 12:34:47

თურქეთში, გირესუნის პროვინციაში, საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, გირესუნის პოლიციამ, საცხოვრებელ სახლში, საოპერაციო სამუშაოები გაატარა, რა დროსაც, დაჭრილი, 700 კილოგრამი ღორის ხორცი ამოიღო.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცები ღორის ხორცს სარეალიზაციოდ ამზადებდნენ.

თურქეთის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სამინისტროს თანამშრომლება, ღორის ხორცი დააწვევინეს, შემდეგ კი დაამარხინეს.

თურქეთის პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.