მიტოვებული "ორმო" რომელიც ნაგავსაყრელად იქცა.

2017-04-23 12:58:17

ანტისანიტარია ქალაქის ცენტრში. რესტორან „სავანეს“ მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია. პრობლემის მოგვარების თხოვნით „ინფო რუსთავს“ მესხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები დაუკავშირდნენ. ადგილობრივების თქმით, გარდა იმისა რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია, არის შემთხვევები როცა, ადგილი უპატრონო ცხოველების ლეშითაც არის დანაგვიანებული. მესხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლების განცხადებით, ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორია, წლებია აწუხებთ. ისინი დახმარებას ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვენ.