რუსთავში გარე განათების სისტემას ანახლებენ

2020-02-24 15:58:00

რუსთავის მასშტაბით  გარე განათების ქსელის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

ქსელის სრულყოფის მიზნით, გარკვეულ მისამართებზე გარე განათების ლამპიონები ემატება და ენერგოეფექტური LED სანათები მონტაჟდება. აღნიშნული სანათები ელექტროენერგიის 60-70%-ით დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.

სამუშაოებს რუსთავსერვის ცენტრი აწარმოებს.