იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 155-ს მიაღწია, ხოლო 3 ადამიანი გარდაიცვალა.
იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯეო ბორელიმ განაცხადა რომ, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება მზად არის, ვირუსით ინფიცირებულები იტალიის შეიარაღებული ძალების ობიექტებში განათავსოს, სადაც კარანტინს შემოიღებენ. ამ მიზნისთვის უკვე მომზადებულია 5 000-ზე მეტი ადგილი სამხედრო ყაზარმებში.