25 თებერვალს საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართელოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 25 თებერვალი დღე +10°C, 26 თებერვალი დღე +11°C, 27 თებერვალი დღე +16°C, 28 თებერვალი დღე +20°C.