ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტში.
სოფელ ქიწნისთან მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, პაციენტები გორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.