“გაზქურაზე საჭმელი დაუტოვებია და სამსახურში წასულა”

2020-02-23 14:31:53

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი, ასევე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მიკრორაიონში არსებული კორპუსის ერთ-ერთ მოსახლეს გაზქურაზე საჭმელი დაეწვა.

ადგილობრივების ცნობით, ბინის მცხოვრებმა გაზქურაზე საჭმელი მოსამზადებლად დატოვა და სამსახურში წავიდა. საცხოვრებელ სახლში შეინიშნებოდა მცირე დაკვმალიანება.

ადგილზე იმყოფებოდნენ კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები".

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI