უხანში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

2020-02-23 12:34:55

უხანში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას იმ საავადმყოფოს ადმინსტრაცია ავრცელებს, სადაც ექიმი გასტროენტეროლოგიის დეპარტამენტში მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ექიმი ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში 19 იანვარს შეიყვანეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი უხანის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

„23 თებერვალს, დილის 6:30 საათზე ის უხანის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. მწუხარებას გამოვთქვამთ ექიმ სია სისის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს,“- ნათქვამია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 442 -მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსის 1 782 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 76 936-ს მიაღწია.

ჯანდაცვის ეროვნული კომისია აცხადებს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 22 888-ია.