გარემოს ევროპული სააგენტოს საგანგაშო მონაცემები

2020-02-22 20:09:26

22 თებერვლის საღამოს საათების მონაცემებით, რუსთავი ჰაერის დაბინძურების მხრივ ევროპაში ლიდერობს. აღნიშნული მონაცემები European Air Quality Index-ზეა გამოქვეყნებული.

გარემოს ევროპული სააგენტოს ვებ. გვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, Very Poor (ძალიან დაბინძურებული) ჰაერის კატეგორიაში ხვდებიან ბოსნია-ჰერცოგოვინას ერთ-ერთი ქალაქი და რუსთავი.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ევროპულ სააგენტოში რუსთავის შედეგების დაფიქისრება ბათუმის ქუჩაზე განთავსებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურიდან ხდება.

გარემოს ევროპული სააგენტოს ვებ. გვერდზე მონაცემები ლაივ რეჟიმში ქვეყნდება და ნებისმიერ მსურველს მისი ნახვა შეუძლია მითითებულ ბმულზე.