გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა ბოლო სტატისტიკა

2020-02-22 11:39:44

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსის შემთხვევების მომატების გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა შეშფოთება გამოხატა. ვირუსის გავრცელების შეჩერების საშუალებები სულ უფრო სუსტდება.

"შეშფოთებულები ვართ ახალი შემთხვევების რაოდენობით, რომლებსაც ეპიდემიის ეპიცენტრთან კავშირი არ აქვთ, ვგულისხმობ მოგზაურობის ისტორიას ან კონტაქტს დაავადებულთან", - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ჩინეთში დაავადებულთა რაოდენობა 76 288-ს შეადგენს, კორონავირუსს ქვეყანაში უკვე 2 345 ადამიანი ემსხვერპლა. საიმედოა ის რომ ბოლო მონაცემებით, დაღუპულების და ახალი დაავადებების შემთხვევები მცირდება. ამასთან, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 26 სახელმწიფოში უკვე 1 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 8-ს მიაღწია.