ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება რუსთავში

2020-02-21 19:48:27

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 თებერვალს 10:00-დან 18:00  საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში: მშენებელთა, მარის არხის, ფიროსმანის,   წერეთლის, ცემენტისქარხნის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.