2 ლუდში გადახდილი 3103 ლარი [photo]

2020-02-22 00:20:39

facebook მომხმარებელმა Alexander Giorgidze-მ სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ ერთ-ერთ ბარში მისი უცხოელ სტუმრებს 2 ლუდში 3103 ლარი გადაახდევინეს. როგორც ალექსანდრე პოსტში წერს, მის სტუმრებს ძვირადღირებული შამპანური დომ პერინიონი არ შეუკვეთავთ, შესაბამისად არც დაულევიათ, და ის ბარში მომუშავე გოგოებმა მიუტანეს. გარდა ამისა ტურისტებს, ჩეკის მიტანის შემდეგ, სხვასთან ტელეფონით დაკავშირების საშუალებაც არ მისცეს.

ინფო რუსთავი SKY-ბარის მენეჯერსაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ უცხოელმა სტუმრებმა ლუდის გარდა თავადვე შეუკვეთეს ძვირადღირებული ცქრიალა ღვინო, იგივე შამპანური.

"თვითონვე შეუკვეთეს გოგოებს შამპანიური, თვითონაც სვავდნენ ამ შამპანიურს. მენიუ ედგათ მაგიდაზე და ფასზეც და ყველაფერზეც თანახმა იყვნენ. ჩვეულებრივად გადაიხადეს თანხა ყოველგავრი ხმაურის გარეშე", - განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრუსას ბარის მენეჯერმა.

მისივე თქმით, ბარში სტუმრებისთვის მიტანილი ჩეკის გამო არანაირი დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და მომხმარებლებმა ტერიტორია ხმაურის გარეშე დატოვეს.