რა ღირს კომერციული და საოფისე ფართის დაქირავება რუსთავში და რომელ ადგილებზეა ყველაზე მოთხოვნადი კომერციული მიზნებისთვის ფართის ქირაობა.
კომერციული ფართები ყველაზე ძვირი ქალაქის შედარებით პრესტიჟულ უბნებშია. კერძოდ, ყველაზე მოთხოვნადი და ამასთანავე ძვირადღირებულია კოსტავას გამზირზე, მეგობრობის ქუჩასა და ქალაქის შემოსასვლელში განთავსებული საოფისე ფართები.
კომერციული ფართების ღირებულება რუსთავში 500 ლარიდან იწყება და 5 000 ლარამდე აღწევს.
საოფისე ფართები ძირითადად მეგობრობის გამზირზე, კოსტავას, შარტავას, თოდრიას, ტაშკენტის, მესხიშვილის ქუჩებსა და ე.წ სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭარბობს.
მაგალითად:
ფართი შარტავას მოედანზე, რომელიც გამოდგება ნებისმიერი კომერციული ბიზნეს საქმიანობისათვის და არის 200 მ² თვეში 4,550 ლარად ქირავდება.
მეგობრობის გამზირზე კომერციული ფართის 70 მ² ფასი თვეში 2,270 ლარია.
ფართი, რომელიც კოსტავას ქუჩაზე ქირავდება 14 მ² ფასი თვეში 500 ლარია.
ტაშკენტის ქუჩაზე 72.02 მ² ფართის ფასი თვეში 1,000 ლარია.
კომერციული ფართების ფასები გარეუბანში შედარებით დაბალია. ობეიექტი რომელიც მდებარეობს ქ. რუსთავში მე17 მ.რში 50 მ² ფასი თვეში 500 ლარია.
რუსთავში, ბოლო წლების განმავლობაში კომერციული ფართების რაოდენობა გაზრდილია.