პოლიციელმა სამსახური ნახევრად შიშველმა დატოვა

2020-02-22 00:02:05

პატარა ქალაქის ჰემფშირი პოლიციიდან შერიფი გაანთავისუფლეს, რომელიც სამსახურიდან ნახევრად შიშველი წამოვიდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გათავისუფლებული შერიფის რიჩარდ ლის თქმით, სამსახურში რეგულარული შეხვედრის დროს მას გამოუცხადეს, რომ სამსახურიდან განთავისუფლებული იყო და სთხოვეს, რომ დაუყოვნებლივ პოლიციელის ნივთები ჩაებარებინა, მათ შორის უნიფორმაც.

რიჩარდ ლი წამოდგა და ნივთების ჩაბარება დაიწყო. გაიხადა უნიფორმის შარვალი და ზედა. გახდის პროცესში მამაკაცს ჰკითხეს, თუ რას აკეთებდა, მან კი უპასუხა:

"თქვენ თქვით დაუყოვნებლივ, აი ესაა დაუყოვნებლივ ჩაბარება".

"დავემშვიდო მათ და შენობიდან ქვედასაცვლით გამოვედი"-განუცხადა რიჩარდ ლიმ CNN-ს.

მისი ეს ქმედება უფრო უცნაური მას შემდეგ გახდა, როცა იგი სახლისკენ თოვლიან ამინდში ფეხით გაემართა.
ყოფილ შერიფს სახლამდე მისვლა ნახევრად შიშველს არ დასცალდა, რადგან ვიღაცამ მის მეუღლეს დაურეკა, რომელმაც ავტომობილით მოაკითხა და სახლში წაიყვანა.

რიჩარდ ლი ჰემფშირის პოლიციის შერიფი 20 წლის განმავლობაში იყო.