რა ღირს სამედიცინო მომსახურება რუსთავში

2020-03-03 15:02:31

სამედიცინო მომსახურების მიღების დროს პაციენტისთვის ჯანმრთელობასთან ერთად მნიშვნელოვანი იმ თანხების რაოდენობაა, რომლლის დახარჯვაც ამ მომსახურების მიღების დროს მოუწევს.

ინფო რუსთავი დაინტერესდა, თუ რა ღირს რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში ექიმთან ვიზიტი.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სამედიცინო დაწესებულებებში ექიმთან ერთჯერადი ვიზიტის დროს, იმ შემთხვევაში, თუ არ სარგებლობთ საყოველთაო სახელმწიფო ჯანდაცვის ან კერძო დაზღვევის პაკეტებით, საშუალოდ 30 ლარი დაგეხარჯებათ.

ფასები 5-10 ლარით იზრდება სხვადასხვა პროფილი მიმართულების ექიმებთან ვიზიტისას. შედარებით მაღალია ფასი გინეკოლოგთან მისვლისას, სადაც ერთჯერადი ვიზიტის დროს 35 ლარის გადახდა მოგიწევთ. ამ მომსახურებაში, რა თქმა უნდა, არ შედის ანალიზების აღება.

ფასები წინა წელთან შედარებით არც გაზრდილი და არც შემცირებულია.