ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს

2020-02-20 11:25:37

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პოლიციელებს მიმართა.

ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, პოლიციელების ღირსება და ნდობა უნდა აღდგეს.

"მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს. ყველაფერს გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან ერთად იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს, აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა და ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანებისათვის საქართველოს სამსახური გახდეს არა ერთი კაცის და არა ერთი პარტიის მსახური, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნა", - განაცხადა მერაბიშვილმა.

RUSTAVI