"მე გაძლევთ გარანტიას რომ ეს ხელისუფლება დასრულდება"

2020-02-20 10:40:42

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა, ციხის კარებთან მას ათობით ადამიანი დახვდა.

"ზუსტად ცხრა წელიწადი და ექვსი თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში სამარტოო საკანში, მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი საკუთარი თავის მიმართ. ჩემს გაულშემატკივარს, ახლობლებს, ხალხს, ვინც აქ არის და ვინც შორიდან გულშემატკივრობს, მათი მხარდაჭერითა და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, იმედი, რწმენა, გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს დღესვე ჩამოცილდეს, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება"
, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ.