იაღლუჯის მთაზე სანატორიუმის აშენება 2014 წელს დაანონსდა. გავრცელებული ინფორმაციით იაღლუჯზე არსებული მიტოვებული ობიექტეის ნაცვლად უნდა აშენებბულიყო გასართობი ცენტრიც. აღნიშნული მიზნით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირზე - თემურ თაბაგარისათვის პირდაპირი ფორმით მიყიდვა, მაშინდელი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით 2014 წლის 26 დეკემბერს განხორციელდა. თემურ თაბაგარს აღნიშნული მიწა საკუთრებაში 525 000 ლარად გადაეცა, რის შემდეგაც მყიდველს დაევალა რომ 24 თვის ვადაში ტურისტული კომპლექსი უნდა აეშენებინა, მათ შორის სასტუმრო რომელშიც არანაკლებ 200 ნომერი იქნება, ასევე 8 ერთეული კოტეჯისა და სამედიცინო მომსახურების ობიექტის მშენებლობა. ამ დრომდე იაღლუჯის მთაზე მხოლოდ ძველი სანატორიუმის შენობების დემონტაჟი განხორციელდა. ინფორმაციას სანატორიუმის მშენებლობსთან დაკავშირებით, იმ მიზეზით რომ ტერიტორია გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, არ ფლობს ქალაქის მერი დავით ჯიქია.