ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2020-02-20 00:54:43

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 48 წლის ქალს ლურჯი ფერის მიკროავტობუსი დაეჯახა და ავარიის შემდეგ მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული ქალი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით ქალს აქვს მრავლობითი მოტეხილობა და ტვინის შერყევა.

დაშავებულის ოჯახის წევრები "ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ და ინფორმაციის გავრცელება იმ მიზნით სთხოვეს რომ პოლიციამ დროულად მოახერხოს გამოძიების წარმოება, ამოიღინ მიმდებარე ქუჩებზე არსებული კამერების ვიდეო ჩანაწერები და დადგინდეს მძღოლის ვინაობა.