რუსთავში, ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაში, კონსტანტინე ქურციკიძის საიუბილეო, პერსონალური გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე, მხატვრის სხვადასხვა ჟანრში შესრულებული, დაახლოებით 53 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
"დღეს კარგი რუსთაველი, კარგი შემოქმედი და ღვაწლმოსილი პედაგოგი კონსტანტინე ქურციკიძე გახდა 70 წლის. გამოფენაზე ჰქონდა წარმოდგენილი დაახლოებით 53 ნამუშევარი სხვადასხვა ჟანრში შესრულებული, ძირითადად დეკორატიული, იმიტომ რომ თემური არის დეკორატორი. ვულოცავ იუბილეს და ვუსურვებ შემოქმედებით წინსვლას", - განაცხადა მხატვარმა დავით დოთიაშვილმა.
ხელოვანის ნამუშევრები რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.