კორონავირუსით უჰანის საავადმყოფოს დირექტორი გარდაიცვალა

2020-02-18 18:29:00

კორონავირუსით, იგივე Covid-19, დღითი დღე ჩინეთში გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.

ბოლო მონაცემებით, ვირუსს 1 873 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეეწირა, ხოლო 73 ათასზე მეტი ინფიცირებულია.

გარდაცვლილთა შორის უჰანის ერთ-ერთი საავადმყოფოს, რომელიც ვირუსის ეპიცენტრში მდებარეობს, დირექტორი 51 წლის ექიმი ლიუა. მისი გარდაცვალების შესახებ ბევრი დეტალი უცნობია, თუმცა ჩინეთში ის უკვე ხალხისთვის გმირად იქცა.

იაპონის საპორტო ქალაქში იოკოჰამაში კი რამდენიმე კვირაა საკრუიზო გემია გაჩერებული, სადაც კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინია გავრცელებული. ამერიკამ თავისი 300-ზე მეტი მოქალაქე უკვე გემიდან გაიყვანა და კარანტინში მოაქცია. აქედან 13-ს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირბის შედეგად, ვირუსი აღმოაჩნდა.

გემიდან ხალხის ევაკუაციას ამერიკის გარდა სხვა ქვეყნებიც აწარმოებენ და მათი მოქალაქები კრუიზიდან გაჰყავთ.
ვირუსზე ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ფატალურად დასრულებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი 80-წლამდე პაციენტები იყვენენ.
კვლევაში ასევე ყურადღება იყო გამახვილებული, რომ დაავადების მაღალი რისკის ფაქტორს დავადებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი სამედიცინო პერსონალიც წარმოადგენს.

Covid-19 ჩინეთის გარდა 30-მდე სხვა ქვეყანაშია გავრცელებული.

შეგახსენებთ, კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.