გოგო ცეკვის დროს გარდაიცვალა [photo]

2020-02-18 01:15:17

მოსკოვში, საკუთარ დაბადების დღეზე 20 წლის ქართველი გოგო აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს - „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს" - წერს ანა ენგიბარიანის ოჯახის ახლობელი.

გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ გოგონას საქართველოში ჩამოასვენებენ.