რუსთავში ჰაერის მართვის გეგმა შემუშავდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხს გააუმჯობესების ხელშემწყობი ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ანგარიში და ასევე, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შემოწმებული ქარხნების შედეგები.
"შეიქმნა სამუშაო ჯგუფი იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩვენ მივიღოთ ქმედითი გეგმა რუსთავში მოკლე ვადებში ჰაერის ხარისხის გამოსასწორებლად" - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.
"მე ვფიქრობ, რომ პროცესი კარგად დაიწყო და წლისბოლომდე შესაძლებელი იქნება შედარებით ჯანსაღი და სუფთა გარემო შევუქმნათ რუსთავის მაცხოვრებლებს ", - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
"მინშვნელოვანი შეხვედრა იყო, სადაც ვისაუბრეთ კაკონის ცვლილებაზე, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე უნდა გავიდეს. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ვცდილობთ რომ დავაჩქაროთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ის ცვლილებები, რომლებიც კანონში უნდა შევიდეს დავარეგულიროთ.
საუბარია ტექოლოგიაზე, რომელიც გააკონტროლებს გაფრქვევას მილიდან, ამით დავითვლით არის თუ არა გადაჭარბებული ჰაერის დაბინძურება. ასევე იგეგმება დამატებითი ჯიხურების დამატება ახალ რუსთავში, რომელებიც ჰაერის ხარისხს გაზომავს.
მესამე საკითხი იყო საერთო ფონის შეცვლაზე, რუსთავს ნამდვილად სჭირდება გამწვანება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. ასევე ჩვენი ინიციატივაა რომ საწარმოებმა გამოყონ თანხა, საერთო რომლიც მოხმარდება რუსთავს საჭიროებისამებრ", - განუცხადა ინფო რუსთავს "გავიგუდეს" დამფუძნებელმა ნიკა მუსერიძემ.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა სავარაუდოდ, თვის ბოლოს ჩატარდება.