მკვლელობის ახალი დეტალები [video]

2020-02-18 00:34:50

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში, "მაზდას" მარკის ავტომობილი დაიწვა, რომელშიც მამაკაცის ცხედარი ნახეს. [ვიდეო/video]

როგორც საინფორმაციო სააგენტოსთან ადგილობრივები აცხადებენ მოკლული ტაქსის მძღოლია. ერთ-ერთი ვერსიით, ურთიერთ დაპირისპირების შემდეგ, მამაკაცი მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ავტომობილში ჩასვეს და დაწვეს.

"ინფო რუსთავის"-თან საუბრისას, ადგილობრივებმა განაცხადეს რომ, 23 საათი იქნებოდა, როდესაც სროლის ხმა გაიგეს, იარაღიდან დაახლოებით 6-ჯერ გაისროლეს.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვით ავტომობილში დიდი ოდენობით მოპარული თანხა და ძვირფასი ნივთები იყო. მამაკაცები სავარაუდოდ გაყოფაზე ვერ შეთანხმდნენ, კამათი ჩხუბში გადაიზარდა, ხოლო ჩხუბი მკვლელობით დასრულდა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და ექპერტ-კრიმინალისტების რამდენიმე ეკიპაჟი. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საქმეზე ამ დრომდე დაკავებული არავინ არ არის.


ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI