რა ხდება VII მიკრორაიონში

2020-02-17 12:17:41

რუსთავში, VII მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟებია მობილიზებული.

როგორც ინფო რუსთავს კორპუსის მცხოვრებლებმა განუცხადეს, განგაშის საფუძველი  ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იყო.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებენ და სწორედ აღნიშნულის გამო იგრძნობოდა ბუნებრივი აირის სუნი.