ვირუსმა 1770 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

2020-02-17 11:32:26

ჩინეთში გავრცელებულმა ახალმა ვირუსმა 1770 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით დაინფიცირების 2048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 70548-ს აღწევს. დაინფიცირებული პაციენტებიდან 10 844 სათანადო მკურნალობის ჩატარების შემდეგ საავადმყოფოებიდან გაწერეს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევების 94 პროცენტზე მეტი ჰუბეის პროვინციაშია გამოვლენილი.

გუშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროვინციაში გადაადგილებაზე კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, გზებზე მოძრაობა აკრძალული აქვს ყველანაირ ავტომობილს. დახურულია პროვინციაში მოქმედი ყველა კომპანია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ორმა თვითმფრინავმა, რომლითაც აშშ იოკოჰამას პორტში კარანტინში მყოფ საკრუიზო ლაინერ Diamond Princess​-იდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირებას ახორციელებს, იაპონია უკვე დატოვა.

იაპონიის მედიის ინფორმაციით, Diamond Princess-ის ბორტზე მყოფი 400 ამერიკელიდან 40-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებული მოქალაქეები მკურნალობის კურსს იაპონიის საავადმყოფოებში გაივლიან.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი, რომელიც კომპანია Carnival Corp-ის საკუთრებაა და რომლის ბორტზეც 3,700 ადამიანი იყო, კორონავირუსის გამო, კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება. გუშინ იაპონიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსის დიაგნოზი ლაინერზე მყოფ კიდვ 70 ადამიანს დაუსვეს და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 355-მდე გაიზარდ

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები