მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-02-16 19:15:13

17-18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში დღეს, 17 თებერვალს შესაძლოა მცირე ნაელქი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 17 თებერვალი დღე +7°C ღამე -1°C, 18 თებერვალი დღე +10°C ღამე -1°C, 19 თებერვალი დღე +14°C ღამე 0°C, 20 თებერვალი დღე +14°C ღამე 0°C.