ნახევარფინალი "დიდ სცენაში"

2020-02-16 16:30:12

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მუსიკალური პროექტის "დიდი სცენა" რუსთაველ მონაწილეებს თანაქალაქელების დახმარება განსაკუთრებულად სჭირდებათ.

"დიდ სცენაში" დღეს ნახევარფინალია და ამ ეტაპამდე მისულ 4 მონაწილეს შორის 2 რუსთაველია.

ცოტნე გელოვანი და ირაკლი კაპანაძე "ინფო რუსთავის" მკითხველმა კარგად გაიცნო და აქტიური გულშემატკივრობით "დიდი სცენის" ნახევარფინალამდე მისვლაშიც დაეხმარა, თუმცა ისინი ახლა ძალიან ახლოს არიან წარმატებასთან და თქვენი მხარდაჭერის იმედიც განსაკუთრებულად აქვთ.

დღეს, 16 თებერვალს,  22:00 საათზე, "რუსთვი 2" - ის ეთერში "დიდი სცენა" და ლეგენდარული სტივი უანდერის ტური იქნება. იმისთვის, რომ უგულშემატკივროთ ირაკლი კაპანაძეს, უნდა დარეკოთ ნომერზე 0322 77 99 15. ხოლო იმისთვის, რომ უგულშემატკივროთ ცოტნე გელოვანს, უნდა დარეკოთ ნომერზე 0322 77 99 10. ზარი უფასოა და ერთი ნომრიდან ერთი ხმის მიცემაა შესაძლებელი.