რუსთავში შვილმა მამა დაჭრა [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით შემთხვევა XXI მიკრორაიონში მოხდა. 35 წლამდე მამაკაცმა 60 წელს გადაცილებული მამა ცივი იარაღით დაჭრა.
დაშავებულს ჭრილობა ფერდის არეში აქვს მიყენებული. პაციენტი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დაკავებულია.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.