მეზობელმა მეზობელი დაჭრა

2020-02-15 18:13:37

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.

შუახნის მამაკაცს ჭრილობები ფეხის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარმა მეზობელმა დაჭრა. რა გახდა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ამ დრომდე ქეთევან წამებულის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ, მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, იდენტიფიცირებულია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.