ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2020-02-15 16:43:08

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორთან, რასაც ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მძღოლი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ინციდენტის დროს ავტომობილში 2 ბავშვი იმყოფებოდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოზარდები არ დაშავებულან.

არსებული ინფორმაციით, თბილისიდან ბაკურიანის მიმართულებით მოძრავი „ლექსუსის“ მარკის ჯიპი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სარეკლამო ბანერის ბოძს შეეჯახა.

როგორც შსს-ში ინფო რუსთვს განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.