ხანძარი რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში [photo]

2020-02-15 00:39:52

ხანძარი რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე.

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

მეხანძრეებმა ცეცხლის სრული ლიკვიდირება დროულად მოახერხეს.

როგორც ინფო რუსთავისთვის გახდა ცნობილი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.