არასრულწლოვნის მოტაცების ფაქტი

2020-02-14 20:11:37

მარნეულის მუნიციპალიტეტში, 17 წლის გოგო მოიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი მასწავლებელთან იმყოფებოდა. გაკვეთილის დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც უცნობმა პირებმა, გოგონა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს და გაიტაცეს.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.