სასაზღვრო პოლიციის მანქანა არხში გადავარდა

2020-02-14 19:12:26

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარენულის მუნიციპალიტეტში.

სოფელ ზემო სარალის მიმდებარე ტერიტორიაზე სასაზღვრო პოლიციის მანქანა არხში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

დამატებით დეტალებს ინფო რუსთავი აზუსტებს.

ფოტო: რადიო მარნეული