5 წლის ბავშვმა ოჯახის 8 წევრი სიკვდილისგან იხსნა

2020-02-14 18:58:25

ამერიკაში, ჯორჯიის შტატში, ხუთი წლის ბიჭმა ოჯახის წევრები სიკვდილისგან იხსნა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

შუა ღამეს, როდესაც ბავშვის ოთახში ცეცხლი გაჩნდა 5 წლის ნოას გამოეღვიძა. ის პანიკაში არ ჩავარდნილა და მაშინვე თავისი დის გადარჩენისთვის ზრუნვა დაიწყო.
ლოგინიდან გადმოხტა, ხელი ჩაავლო მის ოთახში მძინარე 2 წლის დას და სახლიდან გარეთ უსაფრთხო ადგილას გაიყვანა. შემდეგ ისევ ცეცხლმოკიდებულ სახლში დაბრუნდა, რათა მისი ძაღლი გადაერჩინა.

ძაღლის სახლიდან გამოყვანის შემდეგ, მეზობლად ბიძის სახლში გაიქცა და დახმარება სთხოვა. ბიძასთან ერთად კი ოჯახის სხვა წევრების გადარჩენა მოახერხა.

"აქამდეც გვინახავს სხვა ბავშვების სწრაფი ქმედებები. მაგრამ ხუთიწლის ნოას მიერ ჩადენილი გმირობა გასაოცარია"- განუცხადა CNN-ის კორესპონდენტს სახანძრო დეპარტამენტის უფროსმა დუვეინ ჯეიმსონმა.მისივე განცხადებით ხანძარი ნოას ოთახში ელექტროობას გაუჩნდა.

"ღმერთის წყალობით ოჯახის ცხრავე წევრმა სახლიდან გამოსვლა მოახერხა, რომ არა ნოა ჩვენ ცოცხლები ვერ გადავრჩებოდით"- განაცხადა 5 წლის ბიჭის ბაბუამ.

ნოას საპატიო მეხანძრის ტიტული მიანიჭეს და გმირული საქციელისთვის სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები