კორონავირუსით გარდაცვლილებს შორის მედიკოსებიც არიან

2020-02-14 00:40:56

ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა შორის ის მედიკოსებიც არიან, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულებს სამედიცინო დახმარებას უწევდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გარდაცვლილების გარდა, კორონავირუსით 1,716-მდე სამედიცინო პერსონალია დააინფიცირებული.

ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის ვიცე მინისტრის ზენგი იქსის განცხადებით, დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალის უმრავლესობა, სწორედ ვირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან, უხანიდან, არიან. მისივე თქმით, პერსონალს შორის ინფიცირების შემთხვევები უფრო და უფრო იზრდება.

"სამედიცინო პერსონალის ვალდებულება ეპიცენტში არის ძალიან დიდი, მათ მუშაობა რთულ ვითარებაში უწევთ. შეზღუდული აქვთ შესვენებების დრო.  მათ მუშაობა დიდი ფსიქოლოგიური წნეხისა და ინფიცირების დიდი რისკის ქვეშ უწევთ"- განაცხადა ზენგი იქსმა.

ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 1383 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 ჩინეთს საზღვრებს გარეთ, ხოლო ინფიცირების რიცხვი 64 ათასზე მეტია.