რუსთავის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

2020-02-14 11:03:00

"რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

რუსთავში, ცურტაველის მოედანზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 12:00-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

9 ძმა ხერხეულიძე, გორის, გურამიშვილის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას თავისი გასასვლელებით. თბილისის, იალღუჯის, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის, მეგობრობის 1-27-ის ჩათვლით, შევჩენკო, ყაზბეგის ჩიხებით და გასასვლელებით, ცურტაველის, თავგორაშვილი, მაჩაბელი, ფალიაშვილის ლუწები, გზირიშვილი, კიკვიძე, ლესელიძე ჩიხებით და გასასვლელებით და შიო არაგვისპირელის ქუჩები.