მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-02-12 22:51:10

15 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 13 თებერვალი დღე +8°C ღამე -1°C, 14 თებერვალი დღე +10°C ღამე -6°C, 15 თებერვალი დღე +6°C ღამე -2°C, 16 თებერვალი დღე +12°C ღამე +1°C.