გაზის ცენტალურ გამანაწილებელში პრობლემაა

2020-02-12 15:02:08

ქუთაისში 44 ათას აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

როგორც "სოკარ გაზის" წარმომადგენელმა ინფო რუსთავს განუცხადა, ბუნებრივი აირის მიწოდება ცენტრალურ გამანაწილებელში არსებული შეფერხების გამო შეწყდა.

ბუნებრივი აირი ქალაქის თითქმის 60% არ მიეწოდება.

სოკარ გაზის წარმომადგენლის თქმით, აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

გაზის მიწოდება სამი საათიდან ეტაპობრივად დაიწყება. იმის გამო, რომ  ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა აბონენტთა დიდ რაოდენობას აქვს აღდგენითი სამუშაოები ხვალამდე გაგრძელდება და 13 თებერვლისთვის პრობლემა სრულად აღმოიფხვრება.