თბილისმა რომი, პარიზი და სანტორინი დაამარცხა

2020-02-12 11:30:44

ავიაკომპანიამ ryanair-მა, რომელსაც Instagram-ზე ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, გამოკითხვა ჩაატარა, სადაც მომხმარებლებს ორ ქალაქს შორის საუკეთესოს არჩევას სთხოვდნენ.

თბილისმა გამოკითხვაში ისეთი დიდი ტურისტული ქალაქები დაამარცხა, როგორიცაა რომი, პარიზი და სანტორინი. ნახევარ ფინალშიც გადავიდა და ახლა ფინალურ ტურში ბარსელონას ეჯიბრება. ჯერ-ჯერობით თბილისი უპირობო ლიდერია და ფინალში ბარსელონას გამოკითხულთა 16% უჭერს მხარს, ხოლო ჩვენს დედაქალაქს 84%. ქართველების მხრიდან სოციალურ ქსელში ამ ფაქტმა სხვადასხვა რეაქციები გამოიწვია, თუმცა უფრო მეტად ხმის მიცემით გამხიარულდნენ. როგორც ჩანს ავიაკომპანია ryanair-მა გამოკითხვის შედეგები სერიოზულად აღიქვა და თბილისს დიდი სტატიაც მიუძღვნა.

"მომაჯადოვებელი ქალაქი თბილისი" ამ სათაურით აცნობს ryanair თავის მკითხველს საქართველოს დედაქალაქს.

" ჩახვალთ თუ არა თბილისის აეროპორტში, პირველი რაც იქ დაგხვდებათ მეგობრული ღიმილია"- ამ წინადადებით იწყება თბილისში მოგზაურობა. სტატიაში საუბარია ქართულ ტრადიციულ სუფრაზე, გოგირდის აბანოებზე, თბილისის ისტორიულ ქუჩებსა და ძეგლებზე.

ხშირადაა ნახსენები, რომ ქართველები სტუმართმოყვარე ერია და ყველა ტურისტს ღიმილითა და სითბოთი ხვდებიან.

ბოლოს კი მკითხველს თბილისისკენ მიმავალი ბილეთის დაჯავშნას სთავაზობენ.