შტორმა ქიარამ ევროპის კონტინეტს ადამიანური და მატერიალური ზიანი მიაყენა. გარდაიცვალა სულ მცირე 6 ადამიანი.
ძლიერმა ქარმა პოლონეთში ერთ-ერთი მაღაზია ჩამოანგრია, რასაც ქალისა და მისი ორი შვილის სიცოცხლე შეეწირა. [ვიდეო/video]
შვედეთში ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, რომლის გემიც შტორმის გამო ამოყირავდა. ამავე გემის ერთ-ერთი წევრი კი ამ დრომდე გაუჩინარებულია.
სლოვაკეთსა და გერმანიაში თავისსავე ავტომობილებში დაიხოცა ორი ადამიანი.
ბრიტანეთში 58 წლის მამაკაციც გარდაიცვალა, რომლის ავტომობილსაც ხე დაეცა.
შტორმმა ქიარამ მთელი ევროპის კონტინეტზე ძლიერი ქარი, წვიმა და წყალდიდობა გამოიწვია.
ბელგიაში, გერმანიაში, ლუქსენბურგსა და ნიდერლანდებში შტორმის გამო იძულებულები გახდნენ, რომ სკოლები დაეხურათ.
გერმანიაში ძლიერი ქარი გამო ერთ-ერთ ტაძარს ამწე დაეცა და სახურავი დააზიანა.
შტორმის გამო გაუქმდა რამდენიმე ათეული ავია რეისი და ასობით ათასი ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა.