მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი ნახეს

2020-02-11 12:53:37

ახალციხეში მამაკაცი, რომელმაც შვილების თვალწინ ცოლის დახრჩობა სცადა, გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების თქმით, მამაკაცს ეგონა, რომ ცოლი მოკლა და  სახლიდან გაიქცა.

ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სხეულის დაზიანებებით ახალციხის კლინიკა „იმედში“ შეიყვანა.

სამართალდამცავები მამაკაცს გუშინდელიდ დღიდან მოყოლებული ეძებდნენ. დღეს დილით კი მიმალვაში მყოფი  ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

სამართალდამცავები ამ დრომდე გარდაცვლილის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ინფორმაციას tv9 ავრცელებს.