რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, წყლის გამაცხელებელი მილი დაზიანდა.
"ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ წყლის გამაცხელებელი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აივანზე იყო დამონტაჟებული. მათი ინფორმაციით, მილი, ძლიერი ყინვის გამო გაიყინა. წყლის გამაცხელებელის ჩართვის შემდეგ, მილი გასკდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები.