ქვეითად მოსიარულეებს აქტიურად აჯარიმებენ

2020-02-11 10:41:25

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქვეითად მოსიარულეებს აქტიურად აჯარიმებენ.

მოქალაქეებს ყველაზე ხშირად მეგობრობის გამზირზე აჯარიმებენ, კონკრეტულად კი ფალიაშვილის კენტი ნომრებიდან კლდიაშვილის ქუჩის მიმართულებით არსებულ მონაკვეთზე.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქვეითებს ძირითადად მეგობრობის და შარტავას გამზირზე, ასევე თოდრიას და მესხიშვილისე ქუჩებზე აჯარიმებენ. ჯარიმის ოდენობა 10 ლარია. მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით იმის გამო ჯარიმდებიან რომ ზებრა გადასასვლელით არ სარგებლობენ და საავტომობილო გზას იქ კვეთენ სადაც ნებადართული არაა.