დაბალი ტარიფი, გაქცეული მძღოლები და კონკურენცია

2020-02-10 17:41:48

მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო, 1 წლის განმავლობაში, შიდა საქალაქო ხაზზე დაახლოებით 70-მა მიკროავტობუსმა მუშაობა შეწყვიტა - ამის შესახებ, ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გახდა ცნობილი.

შეხვედრას შიდა საქალაქო ტრანსპორტის, 4 კომპანიის, ხელმძღვანელი პირი ესწრებოდა.

კომპანიების წარმომადგენლებმა სხდომაზე, ტრანსპორტთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები წამოჭრეს. მათი თქმით, იმის გამო, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი მერიის დოტაციაზეა, ავტობუსით მგზავრობის ტარიფი არარეალურია, ქალაქში არ არის თანაბარი პირობები და მიკროავტობუსების მძღოლები ზარალდებიან.

კომპანიების ხელმძღვანელები, აღნიშნავენ, რომ მაღალი კონკურენციის გამო, მძღოლები სამსახურს ტოვებენ, მაგრამ ამის მიუხედავად მგზავრობის საფასურს არ ზრდიან და ითხოვენ აღნიშნული საკითხის მოგვარებას.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას, საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელძღვანელმა გურამ კვარაცხელიამ განაცხადა, რომ: - "მიკროავტობუსებს აქვთ ის პრობლემა, რომ იაფიანი ავტობუსიც, ტაქსიც ხელს უშლით და მგზავრი აღარ ჰყავთ, ამიტომ მიდიან და ჩერდება მიკროავტობუსები. თუ ყველაფერი წესრიგში მოვა m1 კატეგორია მოექცევა რეგისტრაციის ქვეშ ცოტ-ცოტა ეშველებათ. ავტობუსეი იმდენად იაფია, თან სოციალური პაკეტი ძალიან ბევრზე უფასო გვაქვს, მართლა მოქმედებს. ამ სოციალურ პროექტს ვერ შევაჩერებთ, რომ შემოვა ახალი ავტობუსები იქ სოციალური პაკეტი დაიტვირთება სხვა კუთხით. იქ დაიტვირთება მართლა ვისაც ეკუთვნის, სოციალური ქულები ვისაც აქვს დაბალი იმათ ექნებათ ალბათ უფასო პაკეტი და შეღავათი იქნება სტუდენტებზე და მასწავლებლებზე. ჩვეულებრივი მგზავრები უკვე დაითვლება და იმგზავრებენ ჩვეულებრივი ტარიფით, 20 თეთრი ვერ შენარჩუნდება".