ხანძარი იყო რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში.
"ინფო რუსთავის" ინფრომაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში, წყლის გამაცხელებელზე არსებულ მილს გაუჩნდა.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები.