ხანძარი რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე [video]

2020-02-10 14:17:22

ხანძარი იყო რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომობილის ძრავში, სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად სატვირთო ავტომობილის წინა ნაწილი მთლიანად დაიწვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.