ხანძარი რუსთავში [video]

2020-02-10 00:07:46

ხანძარი რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე [ვიდეო/video]

ლიფტის შახტაში ცეცხლი გაჩნდა. მოსახლეობამ ადგილზე მეხანძრეები გამოიძახეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ცეცხლი ლიფტის შახტაში დაგროვილ ქაღალდებს და საყოფაცხოვრებო ნივთებს წაეკიდა.

მოსახლეობა აღნიშნულ ადგილს ხშირად, არამიზნობრივად, ნაგავსაყრელად იყენებს, შემდეგ კი როდესაც სიგარეტის ნამწვსაც სწორედ ამ ადგილზე მოისვრიან ცეცხლი ჩნდება.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.