რა დაუჯდათ რუსთაველ მძღოლებს დარღვევები

2020-02-22 00:36:20

2019 წელს რუსთავში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 5 772 750 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა.

როგორც "ინფო რუსთავისთვის" რუსთავის მერიიდან მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასულ წელს რუსთავის ბიუჯეტში "სანქციების" მუხლით შესული თანხის ყველაზე დიდი წილი ადმინისტრაციულ სამართალდარვევებზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან კი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმებზე მოდის.

2019 წელს რუსთავის ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით 2 309 100 ლარი შევიდა, ხოლო 2018 წელს ეს რიცხვი 1 230 200 ლარს შედგენდა. 

აღსანიშნავია, რომ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მხოლო 40% ირიცხება რუსთავის ბიუჯეტშივე, დანარჩენი 60% კი ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2019 წელს რუსთავში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 5 772 750 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა.

რუსთავის ბიუჯეტში "სანქციების" მუხლით შესული თანხა 2018 წელთან შედარებით 2019 წელს 1 057 300 ლარით გაიზარდა. 

როგორც რუსთავის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2019 წელს სანქციებიდან (საურავები და ჯარიმები) ჯამში 2 367 300 ლარი შევიდა, 2018 წელს კი - 1 310 000 ლარი.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI